მიმდინარე წლის 7-8 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა , კონფერენცია MedCon2023, რომელსაც საქართველოს მედიცინის სტუდენტთა საერთაშორისო ორგანიზაცია (GIMSOC) მასპინძლობდა. სფეროში არსებული უახლესი მოვლენები განიხილეს პროფესიონალებმა სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები და პაციენტთა მოვლის პროცესში გასათვალისწინებელი ფსიქოლოგიური სპექტების მნიშვნელოვნება, უახლესი კვლევების შედეგები გინეკოლოგია- მეანეობასა და ტოქსიკოლოგიაში. შეხვედრის პრაქტიკული ნაწილი წარიმართა სემინარის ფორმატში, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეხვეწათ საკუთარი პრაქტიკული უნარები მედიცინის სხვადასხვა სფეროში.